ავტორიზაცია

პორტუ და ბეშიქთაში მილანის ნახევარმცველს უმიზნებენ

პორტუ და ბეშიქთაში მილანის ნახევარმცველს უმიზნებენ
თარიღი 31 მაი 2021, 23:07

"მილანის" ნახევარმცველმა, დიეგო ლაქსალტმა კარიერა შეიძლება სხვა კლუბში გააგრძელოს, წერს ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო.

გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ურუგვაელისთვის "პორტუ" და "ბეშიქთაში" იბრძვიან.

გასული სეზონი ლაქსალტმა იჯარით გლაზგოს "სელტიკში" გაატარა. შოტლანდიური გუნდის რიგებში მან 26 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო.

Transfermarkt-ის ვერსიით, "როსონერის" საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 4 მილიონ ევროს შეადგენს.