ავტორიზაცია

ტოტენჰემმა კეინის შემცვლელს სერია ა-ში მიაგნო

ტოტენჰემმა კეინის შემცვლელს სერია ა-ში მიაგნო
თარიღი 31 მაი 2021, 23:09

"ტოტენჰემმა" ჰარი კეინის შემცვლელს მიაგნო, რომელსაც ამ ზაფხულს ლონდოური გუნდიდან წასვლა უნდა, წერს Tuttosport.

გავრცელებული ინფორმაციით, "დეზები" "ნაპოლის" თავდამსხმელის, არკადიუშ მილიკის დამატებას გეგმავენ, რომელიც კლუბში 2016 წლიდან ირიცხებოდა.

25 მაისს, პოლონელი ფეხბურთელი ნეაპოლელებს დაემშვიდობა.

გასული სეზონი 27 წლის ფორვარდმა იჯარით "მარსელში" გაატარა, სადაც 16 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და ერთი ასისტი მიითვალა.