ავტორიზაცია

სანჩო მზადაა კარიერა მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელოს

სანჩო მზადაა კარიერა მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელოს
თარიღი 31 მაი 2021, 23:28

"დორტმუნდის" შემტევ ნახევარმცველს, ჯეიდონ სანჩოს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა უნდა, წერს Sport1.de

გავრცელებული ინფორმაციით, ბორუსიელები მზად არიან 21 წლის ფეხბურთელი 90 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვან.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა სანჩოს 2023 წლის ზაფხულში ეწურება. როგორც აღინიშნება, მისით "ბაიერნიცაა" დაინტერესებული.

გასულ სეზონში ჯეიდონმა ბუნდესლიგაში 26 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი პასი გააკეთა.