ავტორიზაცია

ინტერმა ჰაკიმის შემცვლელს საფრანგეთის ჩემპიონატში მიაგნო

ინტერმა ჰაკიმის შემცვლელს საფრანგეთის ჩემპიონატში მიაგნო
თარიღი 31 მაი 2021, 23:32

"ინტერს" "ლანსის" მცველის, ჯონათან კლოსის შეძენა უნდა, წერს L'Equipe.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ზაფხულს "ნერაძურის" აშრაფ ჰაკიმი დატოვებს, რომელიც 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ "პსჟ"-ში გადავა.

ჰაკიმიმ "ინტერის" მაისურით გასულ სეზონში 45 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 11 ასისტი გააკეთა.

თავის მხრივ, 28 წლის კლოსმა ლიგა 1-ის 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო და 6 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.