ავტორიზაცია

მოურინიოს ფაქტორის საპირისპიროდ - მხითარიანის მომავალი საბოლოოდ გაირკვა

მოურინიოს ფაქტორის საპირისპიროდ - მხითარიანის მომავალი საბოლოოდ გაირკვა
თარიღი 01 ივნ 2021, 11:23

ფაბრიციო რომანომ და კიდევ რამდენიმე ავტორიტეტულმა ინსაიდერმა დაადასტურა, რომ ჰენრიხ მხითარიანის მომავალი გაირკვა.

ბევრს ეგონა, ჟოზე მოურინიოს "მგლებში" მოსვლით, სომეხ შემტევ ნახევარმცველს მოუწევდა წასვლა, ისე როგორც თავის დროზე "მანჩესტერ იუნაიტედიდან", მაგრამ მოხდა სრულიად საპირისპირო რამ:

"ჯალოროსის" ფლეიმეიქერი კლუბთან არსებულ ამჟამინდელ ხელეკრულებას 2023 წლამდე გაახანგრძლივებს. 32-წლის ჰავბეკის ხელფასი 4.5 მილიონი იქნება.

კავკასიელი შუახაზელი დარჩენაზე დაიყოლია სწორედ პორტუგალიელმა სპეციალისტმა, რომელიც "წითელ-ყვითლებს" ძალიან მალე ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში.

შეგახსენებთ, "სტადიო ოლიმპიკოს" ბინადრების 77-ე ნომერი იტალიაში თამაშობს 2019 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 73 მატჩში 24 გოლი გაიტანა.

მოურინიოს რომაში რონალდუს მიწვევა სურს

"საკმარისია, აღიარეთ სომხების გენოციდი", - მხითარიანი