ავტორიზაცია

მადა ჭამის დროს მოდის - ბარსელონა კუნდეზე გადაერთო!

მადა ჭამის დროს მოდის - ბარსელონა კუნდეზე გადაერთო!
თარიღი 01 ივნ 2021, 13:35

"სევილიას" ცენტრალური მცველი, ჟიულ კუნდე სატრანსფერო ბაზარზე ამ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია.

Mundo Deportivo-ს თანახმად, ფრანგი უკანახაზელით ინტერესდება მადრიდის "რეალი", ახლა კი მისთვის ბრძოლაში უკვე "ბარსაც" ჩაერთო.

იგივე წყაროს მტკიცებით, ანდალუსიელები თავიანთ ცენტრბექს აფასებენ 75 მილიონ ევროდ, თუმცა შესაძლებელი იქნება ფასის დაკლებაზე მოლაპარაკებაც.

როგორც ვიცით, კატალონიელებმა ცოტა ხნის წინ დაიბრუნეს ერიკ გარსია, თუმცა ხოან ლაპორტა გუნდში კიდევ ერთი მცველის მოყვანას გეგმავს.

რაც შეეხება "სამეფო კლუბს", დავიდ ალაბას დამატების მიუხედავად, 22-წლის ცენტრბექის ტრანსფერის ალბათობა მაინც მაღალია.

შეგახსენებთ, წარმოშობით ბენინელი უკანახაზელი "დალაქებში" თამაშობს 2019 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 88 მატჩში 6 ბურთი გაიტანა.

ოფიციალურად: ერიკ გარსია ბარსელონაში დაბრუნდა - კლუბმა მას ემოციური ვიდეო მიუძღვნა

სევილიელი კუნდე - პოტენციურად მსოფლიოს საუკეთესო მცველია, რომელიც ძალიან ჰგავს სერხიო რამოსს და მოტივაციას კანავაროსგან იღებს