ავტორიზაცია

ბაიერნი და მანჩესტერი სანჩოსთვის იბრძვიან

ბაიერნი და მანჩესტერი სანჩოსთვის იბრძვიან
თარიღი 01 ივნ 2021, 16:28

ბორუსიას“ ინგლისელი შემტევი, ჯეიდონ სანჩო, მიუნხენის „ბაიერნის“ ინტერესთა სფეროში მოექცა.

ფეხბურთელით დიდი ხანია ინტერესდება „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელსაც ახლა სანჩოსთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.

მიუნხენური გუნდი მზადაა, სანჩოსთვის ბრძოლაში სერიოზულად ჩაებას. თუ The Daily Telegraph-ს თუ დავუჯერებთ, მიუნხენური კლუბი ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის თამაშით უბრალოდ მოხიბლულია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ბორუსია“ მზადაა, ჯეიდონი დაახლოებით 90 მილიონ ევროდ გაასხვისოს. თავის მომავალზე საუბრისას, სანჩომ გაუსვა ხაზი იმას, რომ არ იცის, სად გააგრძელებს კარიერას ახალი სეზონიდან.

მანჩესტერ იუნაიტედი და არსენალი სევილიას მცველით ინტერესდებიან

სანჩო მზადაა კარიერა მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელოს