ავტორიზაცია

შეთანხმება მიღწეულია - ლუკას ვასკესი მშობლიურ გუნდში რჩება

შეთანხმება მიღწეულია - ლუკას ვასკესი მშობლიურ გუნდში რჩება
თარიღი 01 Jun 2021, 18:55

მადრიდის „რეალმა“ თავის აღზრდილ ფეხბურთელთან შეთანხმებას მიაღწია.

სერხიო რამოსთან ერთად, ეჭვებს იწვევდა „რეალის“ სხვა ესპანელი ფეხბურთელის, ლუკას ვასკესის მომავალიც - ფეხბურთელს გუნდთან ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურება და დიდი შანსია, ის გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წასულიყო.

თუმცა, როგორც ავტორიტეტული გამოცემა COPE იტყობინება, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და უახლოეს პერიოდში, ლუკას ვასკესი „რეალთან“ ახალ, 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

შესაბამისად, ესპანელი ფეხბურთელი თავის მომავალს 2024 წლამდე მშობლიურ გუნდს დაუკავშირებს. 

ვასკესისადმი ინტერესს მიუნხენის „ბაიერნსაც“ აწერდნენ, თუმცა თავად ფეხბურთელმა არაერთხელ აღნიშნა, რომ კარიერის გაგრძელება „რეალში“ სურს.

ლუკასი მადრიდის „რეალის" აკადემიის აღზრდილია და 2014 წელს სათამაშოდ „ესპანიოლში" გადავიდა, ერთ წელიწადში კი მადრიდულმა გუნდმა ის 1 მილიონ ევროდ უკან დაიბრუნა და მას შემდეგ, ვასკესი „რეალის" პირველი გუნდის უცვლელი წევრია.