ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდებისთვის რაშფორდიც იბრძოლებს - ყველა ნომინანტი

პრემიერ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდებისთვის რაშფორდიც იბრძოლებს - ყველა ნომინანტი
თარიღი 01 ივნ 2021, 19:41

ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი იბრძოლებს.

ინგლისური ფეხბურთის ასოციაციის ინფორმაციით, ამ ნომინაციაზე შემდეგი ფეხბურთელები არიან წარდგენილნი:

დომინიკ კალვერტ ლიუინი (ევერტონი)

რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი)

ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი)

ილან მესლიე (ლიდსი)

მეისონ მაუნტი (ჩელსი)

მარკუს რაშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი)

დეკლან რაისი (ვესტ ჰემი)

ბუკაიო საკა (არსენალი)

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტების ვერსიით, პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად „სიტის" მცველი, რუბენ დიაში დასახელდა, რომელიც გუნდს გასულ ზაფხულს „ბენფიკადან", 68 მილიონ ევროდ შეუერთდა.