ავტორიზაცია

BREAKING: უეფა ამ კვირაში რეალს, ბარსელონას და იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთს

BREAKING: უეფა ამ კვირაში რეალს, ბარსელონას და იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთს
თარიღი 01 ივნ 2021, 19:57

იტალიური გამოცემა La Reppublica-ს ინფორმაციით, ამ კვირაში უეფა სუპერლიგაში დარჩენილ გუნდებს განაჩენს გამოუტანს.

თუმცა, თავად იტალიური გამოცემისთვის ეს განაჩენი უკვე ცნობილია - თუ მას დავუჯერებთ, „რეალიც“, „ბარსელონაც“ და „ივუენტუსიც“ ჩემპიონთა ლიგიდან დისკვალიცირებულები იქნებიან.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ სამივე ეს გუნდი სუპერლიგაში მონაწილეობაზე უარს არ აცხადებს და პროექტის ერთგული რჩება.

აღსანიშნავი ისიცაა, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გუნდები მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებენ - როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, დასჯილ მხარეს საქმის გადაცემა სააპელაციო სასამართლოსთვის შეუძლია, რომელიც პროცესის განხილვის დროისთვის უეფას მიერ გამოტანილ გაყინავს.

ყველაფერი აპრილში დაიწყო, როცა 12-მა ევროპულმა კლუბმა ევროპის ახალი სუპერლიგის შექმნის შესახებ გამოაცხადეს, თუმცა 48 საათზე ნაკლებში პროექტის დატოვების შესახებ გააკეთეს განცხადება. მასში ამ დრომდე ოფიციალურად მხოლოდ „ბარსელონა", „რეალი" და „იუვენტუსი" რჩებიან.