ავტორიზაცია

ოფიციალურად: ჰენრიხ მხითარიანი კიდევ მინიმუმ ორი წლით რომაელია

ოფიციალურად: ჰენრიხ მხითარიანი კიდევ მინიმუმ ორი წლით რომაელია
თარიღი 01 ივნ 2021, 20:40

სომეხმა ფეხბურთელმა იტალიის დედაქალაქურ გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ჰენრიხ მხითარიანი კიდევ მინიმუმ ორ სეზონს „რომაში“ გაატარებს - კონტრაქტის 2023 წლამდე გაფორმების შესახებ იტალიურმა გუნდმა ოფიციალურად გამოაცხადა.

როგორც იცით, „რომას“ ახალი სეზონიდან ჟოზე მოურინიო ჩაიბარებს, რომელსაც მხითარიანთან, „მანჩესტერ იუნაიტედში“ ერთად მუშაობის დროს, მთლად სახარბიელო ურთიერთობა არ ჰქონდა და ბევრი ვარაუდობდა, რომ ჟოზეს დანიშვნა - მხითარიანის წასვლის მომასწავლებელი იყო.

თუმცა, პორტუგალიელმა მწვრთნელმა მხითარიანი დარჩენაში და ახალი კონტრაქტის გაფორმებაშიც დაარწმუნა.

„რომას" სომეხი „არსენალიდან" იჯარით შეუერთდა, თუმცა „მეთოფეებთან" კონტრაქტი მალევე გაწყვიტა და იტალიური გუნდის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით გახდა.