ავტორიზაცია

ევერტონმა ანჩელოტის შემცვლელის ძიება დაიწყო და სამი პრიორიტეტული ვარიანტი უკვე შეარჩია

ევერტონმა ანჩელოტის შემცვლელის ძიება დაიწყო და სამი პრიორიტეტული ვარიანტი უკვე შეარჩია
თარიღი 01 ივნ 2021, 20:53

მას შემდეგ, რაც კარლო ანჩელოტიმ „ევერტონიდან“ წასვლა და მადრიდის „რეალში“ დაბრუნება გადაწყვიტა, ლივერპულური გუნდი მისი შემცვლელის ძიებას აქტიურად შეუდგა.

The Times-ის ინფორმაციით, „ირისების“ მთავარი დევიდ მოიესია, რომელიც ამჟამად „ვესტ ჰემში“ მუშაობს, მაგრამ „ევერტონში“ მუშაობის 11-წლიანი (2002-2013) გამოცდილება უმაგრებს ზურგს.

თუ ლონდონური გუნდი შოტლანდიელს წასვლის უფლებას არ მისცემს, მაშინ „ევერტონი“ სხვა ვარიანტების განხილვას შეუდგება.

სარეზერვო ვარიანტებში პირველ ადგილს ნუნო ეშპირიტუ სანტუ (ვულვზის ყოფილი მწვრთნელი) და ედი ჰაუ იკავებენ, რომლისთვისაც ბოლო კლუბი „ბორნმუთი“ იყო.

პრემიერ ლიგის დასრულებულ სეზონში „ევერტონმა“ მე-10 ადგილი დაიკავა და ევროტურნირებზე გასვლა ვერ მოახერხა.