ავტორიზაცია

ტრანსფერი რეალურია - დიეგო გოდინი სათამაშოდ შესაძლოა რუსეთის პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს

ტრანსფერი რეალურია - დიეგო გოდინი სათამაშოდ შესაძლოა რუსეთის პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს
თარიღი 01 ივნ 2021, 20:59

„კალიარის“ ვეტერანი მცველი, დიეგო გოდინი, სათამაშოდ შესაძლოა რუსეთის პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს.

რუსული Sport-Express-ის ინფორმაციით, მოსკოვის „დინამომ“ იტალიურ „კალიარის“ ფეხბურთელის ტრასნფერის თაობაზე მიმართა.

„დინამო“ მზადაა, 35 წლის გოდინს წლიურად 4 მილიონ ევროს და 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს. „კალიარი“ ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არ არის, რადგან ამის დახმარებით ხელფასის ლიმიტს საგრძნობლად შეამცირებს.

გოდინს „კალიარისთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. დასრულებულ სეზონში მან სერია ა-ს 28 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

კარიერის დიდი ნაწილი დიეგო გოდინმა მადრიდის „ატლეტიკოში“ გაატარა და სახელიც იქ გაითქვა, თუმცა 2019 წელს გუნდი დატოვა და „ინტერში“ გადავიდა, საიდანაც ერთ წელიწადში „კალიარის“ მიაშურა.