ავტორიზაცია

მათეუსი: "გვარდიოლამ სიტის ჩემპიონთა ლიგა მოპარა, დარწმუნებული ვარ, კლუბში მის გაშვებაზე ფიქრობენ"

მათეუსი: "გვარდიოლამ სიტის ჩემპიონთა ლიგა მოპარა, დარწმუნებული ვარ, კლუბში მის გაშვებაზე ფიქრობენ"
თარიღი 02 Jun 2021, 00:41

„ბაიერნის“ და გერმანიის ნაკრების ექს-ნახევარმცველმა, ლოტარ მათეუსმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ხოსეპ გვარდიოლა გააკრიტიკა.

„არჩეული თერთმეტეულით გვარდიოლამ თავის გუნდს და გულშემატკივრებს ჩემპიონთა ლიგა მოპარა. ის უნდა შეეგუოს და ყველა მხრიდან წამოსულ კრიტიკას მშვიდად მოუსმინოს. დარწმუნებული ვარ, „მანჩესტერ სიტიში“ გვარდიოლას გაშვებაზე შიდა დისკუსიები მიმდინარეობს. ამ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, მასში ეჭვს ფეხბურთელებიც შეიტანენ.

გვარდიოლა რაღაც ახლის მცდელობა ყველაზე მიუღებელ მომენტში გადაწყვიტა და ამიტომ, წაგებას აბსოლუტურად იმსახურებდა. როგორ შეიძლება ითამაშო საყრდენი ნახევარმცველის გარეშე, რომელსაც თითქმის მთელი სეზონის მანძილზე იყენებდი, კლუბის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან თამაშში კი სკამზე დატოვე.“ - აღნიშნა მათეუსმა.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ჩატარებული 60 მატჩიდან 59-ში, გვარდიოლამ სასტარტოში ან ფერნანდინიო დააყენა, ან როდრი - ერთადერთი მატჩი, რომელშიც ორივე სკამზე დარჩა - სწორედ ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო. 

„ჩელსიმ" პორტუგალიაში გამართული მატჩი 1:0 მოიგო და კლუბის ისტორიაში მეორედ დაუეფლა ჩემპიონთა ლიგის ტიტულს.