ავტორიზაცია

პრიმერას პრეზიდენტი: "რეალს, ბარსელონას და იუვენტუსს უნდა ეშინოდეთ"

პრიმერას პრეზიდენტი: "რეალს, ბარსელონას და იუვენტუსს უნდა ეშინოდეთ"
თარიღი 02 ივნ 2021, 00:46

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, „რეალზე“, „ბარსელონაზე“ და „იუვენტუსზე“ ისაუბრა, რომლებსაც ევროპის სუპერლიგა ოფიციალურად ჯერაც არ დაუტოვებიათ.

„რეალს, ბარსელონას და იუვენტუსს არა იმდენად ჯარიმის, არამედ ჩემპიონთა ლიგიდან დისკვალიფიკაციის უნდა ეშინოდეთ. კლუბები ფიქრობენ, რომ სასამართლოში მეგობრების ყოლით, მათ შეუძლიათ ყველგან მოხვდნენ, მაგრამ ამას შვეიცარიული კანონმდბებლობა აკონტროლებს, სხვა საკითხებს კი ევროპული საბჭოს სასამართლო განიხილავს.

რამდენადაც მე ვიცი, ყველაფერი ისე მარტივადაც არ არის, როგორც ამ კლუბების იურისტები ისურვებდნენ.“ - ციტირებს ტებასის სიტყვებს Goal.com.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სუპერლიგის შექმნის იდეა 12 ევროპულ გრანდს მოუვიდა - სიტის, იუნაიტედს, ლივერპულს, არსენალს, ტოტენჰემს, ჩელსის, იუვენტუსს, მილანს, ინტერს, რეალს, ბარსელონას და ატლეტიკოს. უკმაყოფილების გამოთქმის შემდეგ, 9 მათგანმა ევროპის სუპერლიგის პროექტი დატოვეს, რეალი, ბარსა და იუვენტუსი კი მის ერთგულად დღემდე რჩებიან.

ამის გამო, უეფა მათ ჩემპიონთა ლიგიდან დისკვალიფიკაციით ემუქრება და გავრცელებული ინფორმაციით, განაჩენს უკვე ამ კვირაში გამოუტანს.

BREAKING: უეფა ამ კვირაში რეალს, ბარსელონას და იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთს