ავტორიზაცია

ონანა პრემიერ ლიგის გუნდში გადადის

ონანა პრემიერ ლიგის გუნდში გადადის
თარიღი 02 ივნ 2021, 10:42

ამსტერდამის "აიაქსის" მეკარე, ანდრე ონანა უახლოეს პერიოდში ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.

კამერუნელმა გოლკიპერმა "მეთოფეებთან" მიაღწია წინასწარ შეთანხმებას, საბოლოო სიტყვა ტრანსფერთან დაკავშირებით "მეომრებზეა".

"კანონირების" მომავალი კარის დარაჯი კლუბში იქნება 2024 წლამდე, მისი ტრანსფერის ღირებულება კი ამ დროისთვის არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, აფრიკელი მეკარე მოზარდობაში ირიცხებოდა "ბარსელონასა" და სამუელ ეტოოს მიერ გახსნილ აკადემიებში, ზრდასრულობაში კი მან მთელი კარიერა "ებრაელებში" გაატარა.

25 წლის გოლკიპერმა "აიაქსის" შემადგენლობაში 2016 წლის შემდეგ 204 შეხვედრა ჩაატარა და ამ დროის განმავლობაში მან ერედივიზია 2-ჯერ მოიგო.

მანჩესტერ იუნაიტედი და არსენალი სევილიას მცველით ინტერესდებიან

ვან დერ სარი ონანას დისკვალიფიკაციას გამოეხმაურა