ავტორიზაცია

პარი სენ-ჟერმენმა მოიზე კინის თაობაზე ევერტონს უკვე მიმართა - დარჩება თუ არა იტალიელი პარიზში?

პარი სენ-ჟერმენმა მოიზე კინის თაობაზე ევერტონს უკვე მიმართა - დარჩება თუ არა იტალიელი პარიზში?
თარიღი 02 ივნ 2021, 10:55

„ევერტონის“ თავდამსხმელი, მოიზე კინი, „პსჟ-ში“ იჯარით შეიძლება კიდევ ერთი წლით დარჩეს.

ასეთ ინფორმაციას „ტვიტერში“ ავტორიტეტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. პარიზულმა კლუბმა მერსისაიდულს 21 წლის იტალიელის იჯარის გახანგრძლივებაზე უკვე მიმართა.

სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილებას „ევერტონი“ ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ მიიღებს. გუშინ, გუნდი ოფიციალურად დატოვა და „რეალს“ მიაშურა იტალიელმა კარლო ანჩელოტიმ.

2020/21-სეზონში კინმა „პსჟ-ში“ იჯარით 45 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 19 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

აპრილში იწერებოდა, რომ „ევერტონს“ კინის გაყიდვა დაახლოებით 50 მილიონ ევროდ სურს. მისთვის ბრძოლაში რამდენიმე იტალიური გუნდია ჩართული, რომლებიც იმ შემთხვევაში გააქტიურდებიან, თუ ფეხბურთელს „პსჟ“ ვერ გამოისყიდის.