ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა ახალი ბრუნო ფერნანდეშის შესაძენად 50 მილიონი ფუნტი გაამზადა

მანჩესტერ იუნაიტედმა ახალი ბრუნო ფერნანდეშის შესაძენად 50 მილიონი ფუნტი გაამზადა
თარიღი 02 ივნ 2021, 11:04

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ლისაბონის „სპორტინგის“ ნახევარმცველის, პედრუ გონსალვეშის შეძენით ინტერესდება.

Daily Star-ის ინფორმაციით, 22 წლის პორტუგალიელ ფეხბურთელში „მანჩესტერი“ ახალ ბრუნო ფერნანდეშს ხედავს. მის კონტრაქტში გაწერილია გამოსასყიდი თანხა - 52 მილიონი გირვანქას ოდენობით.

ამ ზაფხულს, პედრუსთვის ნამდვილი ბრძოლაა გაჩაღებული და არ არის გამორიცხული, მასში „მანჩესტერიც“ ჩაებას.

Transfermarkt პორტუგალიელ ფეხბურთელს 22 მილიონ ევროდ აფასებს. პრიმეირა ლიგას ამ სეზონში, რომელშიც „სპორტინგი“ პორტუგალიის ჩემპიონი გახდა, ბრუნომ 37 მატჩში 23 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულში „მანჩესტერ იუნაიტედი“ ტრანსფერებში 170 მილიონის დახარჯვას აპირებს და მის პრიორიტეტებში ჰარი კეინი (ტოტენჰემი) და რაფაელ ვარანი (რეალი) შედიან.

იხილეთ პედრო გონსალვეშის ყველა გოლი და საგოლე გადაცემა 2020/21-სეზონში: