ავტორიზაცია

პსჟ-მ პოჩეტინოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა - მწვრთნელს წასვლა სურს, თუმცა მხოლოდ ერთი გზა არსებობს

პსჟ-მ პოჩეტინოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა - მწვრთნელს წასვლა სურს, თუმცა მხოლოდ ერთი გზა არსებობს
თარიღი 02 Jun 2021, 11:30

ფრანგულმა „პსჟ-მ“ მაურისიო პოჩეტინოს კონტრაქტი მისი ნების საპირისპიროდ გაუხანგრძლივა.

The Telegraph-ის ინფორმაციით, იანვარში, ხელშეკრულების გაფორმებისას, პოჩეტინომ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე შეათანხმა, თუმცა კლუბს ავტომატურად მისი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება შეეძლო.

პარიზელებმა ეს შესაძლებლობა ნაადრევადვე გამოიყენეს და „პსჟ-სთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივეს.

პრესაში ბევრი იწერება, რომ პოჩეტინოს გუნდის დატოვება სურს და ამის შესახებ ხელმძღვანელობასაც აცნობა. თუმცა, ერთადერთი გზა ამის გასაკეთებლად - გავიდეს და პრესასთან თქვას, რომ არ სურს ამ გუნდში დარჩენა. სწორედ ამ შემთხვევაში, პარიზელები მის გაშვებაზე დაფიქრდებიან. იქამდე კი, ის „პსჟ-ს“ სათავეში იდგება.

პოჩეტინო გუნდის ორგანიზაციით კმაყოფილი არ არის. მას არ მოსწონს, რომ კლუბი მის სატრანსფერო მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. გარდა ამისა, ის უკმაყოფილოა, რომ კილიან მბაპეს გუნდთან კონტრაქტი ჯერაც არ გაუხანგრძლივებია. 

არგენტინელმა სპეციალისტმა „პსჟ“ 2021 წლის იანვარში ჩაიბარა და გუნდთან ერთად საფრანგეთის თასის მოგება შეძლო, ფრანგულ ლიგა 1-ში კი მეორე ადგილზე გავიდა და ჩემპიონობა „ლილს“ დაუთმო.