ავტორიზაცია

არსენალმა ერთი წლით დისკვალიფიცირებულ გოლკიპერთან კონტრაქტი შეათანხმა

არსენალმა ერთი წლით დისკვალიფიცირებულ გოლკიპერთან კონტრაქტი შეათანხმა
თარიღი 02 ივნ 2021, 11:34

„აიაქსის“ გოლკიპერმა, ანდრე ონანამ, „არსენალთან“ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

ინფორმაციას ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტები, ფაბრიციო რომანო და ნიკოლო სკირა ავრცელებენ.

კამერუნელმა გოლკიპერმა „არსენალთან“ 3+1 წლიან კონტრაქტზე მოილაპარაკა. ახლა ისღაა დარჩენილი, რომ ტრანსფერზე უშუალოდ კლუბებმა მოილაპარაკონ.

25 წლის ონანა „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია, ის „აიაქსს“ 2015 წლის იანვარშ შეუერთდა და მას შემდეგ, ამსტერდამულ გუნდთან 204 მატჩში 180 გოლი გაუშვა.

მაისში იწერებოდა, რომ „აიაქსი“ მეკარეს 14 მილიონ ევროდ შეელევა, „მეთოფეები“ კი მასში 8 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ.

ამ წლის თებერვალში ონანას ერთწლიანი დისკვალიფიაკაცია ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის მიესაჯა, მის ანალიზებში აკრძალული პრეპარატი აღმოაჩინეს.

ამრიგად, კამერუნელის დისკვალიფიკაცია მხოლოდ 2022 წლის თებერვალში იწურება, მაგრამ სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ შესაძლოა სასჯელი შეამსუბუქოს - მოსმენა ივნისზეა ჩანიშნული.