ავტორიზაცია

კალიარიმ და ინტერმა რაჯას თაობაზე მოლაპარაკებები მალე უნდა წამოიწყონ

კალიარიმ და ინტერმა რაჯას თაობაზე მოლაპარაკებები მალე უნდა წამოიწყონ
თარიღი 02 ივნ 2021, 11:37

„კალიარი“ ზაფხულში „ინტერიდან“ რაჯა ნაინგოლანის გამოსყიდვას აპირებს.

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, კლუბები უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებებს წამოიწყებენ. „ინტერი“ მზად არის, ბელგიელ ნახევარმცველს 5-6 მილიონ ევროდ შეელიონ.

„კალიარი“ რაჯას 2-3 წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომლის განმავლობაშიც ის ჯამურად 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

2020/21-სეზონი ნაინგოლანმა „კალიარიში“ იჯარით გაატარა და 22 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა. დასრულებულ იტალიის ჩემპიონატში, გუნდმა 37 ქულით მე-16 ადგილი დაიკავა.