ავტორიზაცია

ევერტონი ანჩელოტის ერთ-ერთ შემცვლელად სტივენ ჯერარდს მოიაზრებს - არა, არ მოგეჩვენათ

ევერტონი ანჩელოტის ერთ-ერთ შემცვლელად სტივენ ჯერარდს მოიაზრებს - არა, არ მოგეჩვენათ
თარიღი 02 ივნ 2021, 11:40

„რეინჯერსის“ დამრიგებელი, სტივენ ჯერარდი, „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად მოიხსენიეს.

The Athletic-ის ინფორმაციით, კარლო ანჩელოტის შემცვლელად, „ევერტონი“ შემდეგ ვარიანტებს განიხილავს: რაფაელ ბენიტესს, დევიდ მოიესს, პაულო ფონსეკას, ერიკ ტენ ჰაგს და რობერტო მარტინესს.

ჯერარდი „ლივერპულის“ აღზრდილია და კლუბის ღირსებას 1998-2015 წლებში იცავდა. წითლებთან ერთად მან ორჯერ მოიგო ინგლისის თასი და სუპერთასი, სამჯერ ინგლისის ლიგის თასი, ასევე იმარჯვა ჩემპიონთა ლიგაზე, უეფას თასზე და ორჯერ - უეფას სუპერთასზე.

გასულ სეზონში, ჯერარდმა „რეინჯერსი“ შოტლანდიის ჩემპიონი გახადა და „სელტიკის“ მრავალწლიანი ჰეგემონია დაამხო.

„ევერტონის“ დამრიგებელი კარლო ანჩელოტი კი სამუშაოდ თავის ყოფილ გუნდში, მადრიდის „რეალში“ გადავიდა, რომელსაც 2013-2015 წლებში წვრთნიდა და გუნდს ჩემპიონთა ლიგაც მოაგებინა.