ავტორიზაცია

მცირე დეტალებიღა დარჩა - მესის მომავალი გადაწყდა

მცირე დეტალებიღა დარჩა - მესის მომავალი გადაწყდა
თარიღი 02 ივნ 2021, 11:45

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ, გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოილაპარაკა.

აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca, Cadena COPE-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მხარეებს მხოლოდ მცირე დეტალების მოგვარებაღა დარჩათ, რის შემდეგაც მესი თავის გუნდთან ორლიწნ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

საბოლოოდ „ბარსელონაში“ დარჩენის აუცილებლობაში მესი იმან დაარწმუნა, რომ გუნდმა „მანჩესტერ სიტიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით სერხიო აგუერო დაიმატეს, რომელიც ლეოს თანამემამულე და კარგი მეგობარიცაა.

შეგახსენებთ, რომ მოქმედი კონტრაქტი „ბარსელონასთან“ მესის 30 ივნისს ეწურება და მას გუნდიდან უფასოდ წასვლა შეეძლო.

„ბარსელონადან" წასვლას მესი გასულ ზაფხულს ცდილობდა, თუმცა გუნდის იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ, ეს არ დაუშვა.