ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტი კეინისა და გრილიშის შეძენას გეგმავს

მანჩესტერ სიტი კეინისა და გრილიშის შეძენას გეგმავს
თარიღი 02 Jun 2021, 12:33

"მანჩესტერ სიტიმ" შეიძლება "ტოტენჰემის" თავდამსხმელი, ჰარი კეინი და "ასტონ ვილას" შემტევი ნახევარმცველი, ჯეკ გრილიში დაიმატოს, იუწყება The Athletic.

გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ამ ზაფხულს "ქალაქელთა" რიგები გაბრიელ ჟეზუსმა და რაჰიმ სტერლინგმა დატოვონ.

ორივე ზემოთნახსენებ თავდამსხმელს მეტი სათამაშო დროის მიღება უნდა, ამიტომაც მზად არიან გუნდიდან წავიდნენ.

25 წლის გრილიშმა 2020/21 წლების სეზონში პრემიერ ლიგაში 27 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. 27 წლის კეინმა კი ყველა ტურნირზე ერთად 49 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მეტოქეთა კარი 33-ჯერ აიღო და 17 ასისტიც მიითვალა.