ავტორიზაცია

რენს რომადან ნზონზის კონტრაქტის შესყიდვა უნდა

რენს რომადან ნზონზის კონტრაქტის შესყიდვა უნდა
თარიღი 02 ივნ 2021, 12:42

"რენი" ნახევარმცველ სტივენ ნზონზის კონტრაქტის შესყიდვას გეგმავს.

როგორც ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა იტყობინება, "რომა" თავისი ფეხბურთელის სანაცვლოდ 8 მილიონ ევროს ითხოვს.

32 წლის შუახაზელმა გასული სეზონი იჯარით ფრანგულ კლუბში გაატარა. საერთო ჯამში მან "რენის" რიგებში 39 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

ცნობისთვის, ნზონზის "რომასთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.