ავტორიზაცია

ბარსელონა სევილიას მცველით ინტერესდება

ბარსელონა სევილიას მცველით ინტერესდება
თარიღი 02 ივნ 2021, 12:48

"სევილიას" მცველმა, ჟიულ კუნდემ კარიერა შეიძლება "ბარსელონაში" გააგრძელოს, იტყობინება Mundo Deportivo.

გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური გრანდი 22 წლის ფრანგი უკანახაზელით მოხიბლულია.

როგორც აქამდე გახდა ცნობილი, კუნდეს ტრანსფერზე მოლაპარაკებებს "რეალიც" აწარმოებს. აგრეთვე, მისდამი ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალიც" იჩენენ. თავად ფეხბურთელმა უკვე თქვა, რომ დიდ გუნდში თამაში სურს.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა "სევილიას" მცველს 2024 წელს ეწურება. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 60 მილიონ ევროს შეადგენს.

2020/21 წლების სეზონში კუნდემ ლა ლიგაში 34 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.