ცნობილია, თუ რამდენს გამოიმუშავებს ჰაკიმი პსჟ-ში ხელფასის სახით
"ინტერის" მცველი, აშრაფ ჰაკიმი კარიერას "პსჟ"-ში გააგრძელებს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.
გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელებმა 22 წლის მაროკოელთან კონტრაქტის პირობები შეათანხმეს.
ასე და ამგვარად, ხელშეკრულება 2026 წლამდე იქნება გათვლილი, ფეხბურთელი კი წლიურად ხელფასის სახით 8 მილიონ ევროს (+ 2 მლნ ბონუსების სახით) გამოიმუშავებს.
გასულ სეზონში ჰაკიმიმ "ინტერის" მაისურით 45 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
Transfermarkt-ის ვერსიით, მაროკოელი უკანახაზელის სატრანსფერო ფასი 50 მილიონს შეადგენს.