ავტორიზაცია

კრისტალ პალასი ბენტეკესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს

კრისტალ პალასი ბენტეკესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს
თარიღი 02 ივნ 2021, 12:57

"კრისტალ პალასის" ფორვარდი, კრისტიან ბენტეკე შეიძლება კლუბში დარჩეს, იტყობინება ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონელები 30 წლის ბელგიელს კონტრაქტის 2023 წლამდე გახანგრძლივებას შესთავაზებენ.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა გამოცდილ თავდამსხმელს "არწივებთან" 30 ივნისს ეწურება.

როგორც იწერება, ბენტეკეთი "ფენერბაჰჩე" და რამდენიმე ინგლისური კლუბი ინტერესდება.

2020/21 წლების სეზონში "კრისტალ პალასის" ფორვარდმა პრემიერ ლიგაში 30 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.