ავტორიზაცია

ინტერმა ვიდალი და სანჩესი ტრანსფერზე დააყენა

ინტერმა ვიდალი და სანჩესი ტრანსფერზე დააყენა
თარიღი 02 Jun 2021, 13:00

"ინტერს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნახევარმცველ არტურო ვიდალისა და თავდამსხმელ ალექსის სანჩესის გაყიდვა უნდა, სახელფასო ხარჯების შესამცირებლად.

ინსაიდერ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ჩილელები "ნერაძურიმ" ტრანსფერზე უკვე დააყენა.

როგორც აღინიშნება, 34 წლის ვიდალი "ინტერში" წლიურად 6,5 მილიონ ევროს იღებს, 32 წლის სანჩესი კი - 7 მილიონს.

არტუროს მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება, ალექსისს კი 2023 წლის ზაფხულში.

სანჩესმა 2020/21 წლების სეზონში 30 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასი გააკეთა. ვიდალმა, თავის მხრივ, 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი შეაგდო და 1 ასისტიც მიითვალა.