ავტორიზაცია

მილანს ჩალჰანოღლუს შემცვლელად პაპუ გომესი სურს

მილანს ჩალჰანოღლუს შემცვლელად პაპუ გომესი სურს
თარიღი 02 ივნ 2021, 13:04

"მილანი" "სევილიას" თავდამსხმელ პაპუ გომესით ინტერესდება, იტყობინება Mundo Deportivo.

გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის არგენტინელმა "როსონერიში" შესაძლოა ჰაკან ჩალჰანოღლუ ჩაანაცვლოს, რომელიც ძალიან მალე კლუბიდან წავა.

როგორც აღინიშნება, მილანელთა თურქი ნახევარმცველით "იუვენტუსია" დაინტერესებული.

თავად გომესს ესპანურ კლუბში დარჩენა უნდა, ანდალუსიელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2024 წლამდე აკავშირებს.