ავტორიზაცია

მოურინიოს რომაში დონარუმას ხილვა უნდა

მოურინიოს რომაში დონარუმას ხილვა უნდა
თარიღი 02 ივნ 2021, 13:09

"მილანის" მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა ამ ზაფხულს შეიძლება "რომაში" გადავიდეს, წერს La Gazzetta dello Sport.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კიპერით რომაელთა მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული, რომელმაც "მგლების" ხელმძღვანელობას 22 წლის მეკარის დამატების თხოვნით უკვე მიმართა.

აგრეთვე, პორტუგალიელი სპეციალისტი მზად არის პირადად დონარუმას დაუკავშირდეს და "რომაში" გადასვლაზე დაითანხმოს.

ჯიჯის "მილანთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა ამ თვეში ეწურება და ახალ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.