ავტორიზაცია

ჩელსი ამ ზაფხულს ბოატენგის დამატებას გეგმავს

ჩელსი ამ ზაფხულს ბოატენგის დამატებას გეგმავს
თარიღი 02 ივნ 2021, 13:14

"ჩელსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებს.

ლონდონელთა შორტ-ლისტში მოხვდა "ბაიერნის" აწ უკვე ყოფილი ცენტრალური მცველი, ჯერომ ბოატენგი, წერს ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი.

"არისტოკრატთა" მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი "პსჟ"-ში მუშაობისას ბოატენგის გადაბირებას უკვე ცდილობდა. 

აქამდე, მიუნხენურ გრანდში 32 წლის გერმანელი უკანახაზელის თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა ოფიციალურად დაადასტურეს.

გასულ სეზონში ბოატენგმა ბუნდესლიგაში 28 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 ასისტი მიითვალა.