ავტორიზაცია

მონაკომ თვალი ვალენსიას მცველს დაადგა

მონაკომ თვალი ვალენსიას მცველს დაადგა
თარიღი 02 ივნ 2021, 13:16

"ვალენსიას" მცველი, მუქტარ დიაკაბი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს.

როგორც Superdeporte იტყობინება, 24 წლის ფეხბურთელით "მონაკო" ინტერესდება.

დიაკაბის "ღამურებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.

Transfermarkt-ის ვერსიით, უკანახაზელის სატრანსფერო ფასი 10 მილიონ ევროს შეადგენს.

ცნობისთვის, დიაკაბი "ლიონის" აკადემიის აღზრდილია.