ავტორიზაცია

რა შემთხვევაში გაუშვებს იუვენტუსი დიბალას ატლეტიკოში?

რა შემთხვევაში გაუშვებს იუვენტუსი დიბალას ატლეტიკოში?
თარიღი 02 ივნ 2021, 16:31

Tuttosport-ის თანახმად, ტურინის "იუვენტუსის" შემტევის, პაულო დიბალასთვის ბრძოლაში ფავორიტი მადრიდის "ატლეტიკოა".

"ინდიელები" არგენტინელი თავდამსხმელის სანაცვლოდ ჩამოდიან 50 მილიონ ევროს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გაუშვებს თუ არა მას "ბებერი ქალბატონი".

საბოლოო სიტყვა იქნება მასიმილიანო ალეგრიზე, რომელიც სამწლიანი პაუზის შემდეგ, "ბიანკონერიში" ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

იმ შემთხვევაში, თუ იტალიელი სპეციალისტი თავის შეგირდს გამოუცხადებს ნდობას, "როხიბლანკოში" ტრანსფერი არ შედგება.

მაქსის უარის შემთხვევაში კი მისი გუნდის ათიანი დიეგო სიმეონესთან გადავა. ყველაფერი უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

პრიმერას პრეზიდენტი: "რეალს, ბარსელონას და იუვენტუსს უნდა ეშინოდეთ"

დიბალას იუვენტუსთან კონტრაქტის გახანგრძლივება და კაპიტნობა სურს