ავტორიზაცია

"ფეხბურთელებიც ადამიანები არიან, მანქანები არ ვართ", - ლევანდოვსკის კრიტიკული განცხადება

"ფეხბურთელებიც ადამიანები არიან, მანქანები არ ვართ", - ლევანდოვსკის კრიტიკული განცხადება
თარიღი 02 ივნ 2021, 18:59

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ მსოფლიო ფეხბურთის კალენდარი გააკრიტიკა.

"ბევრს ხშირად ავიწყდება, რომ ფეხბურთელებიც ადამიანები არიან. მანქანები არ ვართ და თითოეულ მატჩში მაქსიმალურ დონეზე ვერ ვიასპარეზებთ".

"ფეხბურთისთვის და ფეხბურთელებისთვის წლების მანძილზე პიკზე დარჩენა დიდი პრობლემაა. ახლა და ალბათ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, პირობები ექსტრემალური იქნება".

"ვფიქრობ, გულშემატკივრებსაც კი მოსწყინდებათ ამდენი თამაში", - ციტირებს პოლონელის სიტყვებს The Times.

2020 წლების სეზონში ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში 29 მატჩი ჩაატარა, 41 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

"ფეხბურთელებიც ადამიანები არიან, მანქანები არ ვართ", - ლევანდოვსკის კრიტიკული განცხადება