ავტორიზაცია

"ბრწყინვალე ფეხბურთელია", - სუარესი ბარსელონაში აგუეროს ტრანსფერს გამოეხმაურა

"ბრწყინვალე ფეხბურთელია", - სუარესი ბარსელონაში აგუეროს ტრანსფერს გამოეხმაურა
თარიღი 02 ივნ 2021, 19:19

"ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა "ბარსელონაში" სერხიო აგუეროს ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

მოგეხსენებათ, არგენტინელი ფორვარდი კატალონიურ გრანდში "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

"საუკეთესოებთან შეხვედრა ყოველთვის სერიოზული გამოწვევაა. კუნი დიდი ხანია უმაღლეს დონეზე ასპარეზობს და ყველა გუნდში, სადაც უთამაშია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა".

"მისთვის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად თამაში კარგად იქნება. მესისთან მეგობრობს. ძალიან გახარებული ვარ მის გამო, აგრეთვე "ბარსელონას" გამოც, რომელსაც ასეთი წყვილი ეყოლება. აგუერო ბრწყინვალე ფეხბურთელია", - ციტირებს სუარესის სიტყვებს Mundo Deportivo.

აგუერო 10 წლის მანძილზე "მანჩესტერ სიტის" ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში მან პრემიერ ლიგაში 12 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება სუარესს, 34 წლის ურუგვაელმა 2020/21 წლების სეზონში 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 21 გოლი გაიტანა და სამი ასისტი მიითვალა.

"ეს თუ მოხდება, ბედნიერი ვიქნები", - სუარესმა მესის მომავალთან დაკავშირებით რჩევა მისცა