ავტორიზაცია

ედეგორი: "რა თქმა უნდა, რეალში ჰოლანდთან ერთად თამაშს ვისურვებდი"

ედეგორი: "რა თქმა უნდა, რეალში ჰოლანდთან ერთად თამაშს ვისურვებდი"
თარიღი 02 ივნ 2021, 19:52

"რეალისა" და ნორვეგიის ნაკრების ნახევარმცველმა, მარტინ ედეგორმა განაცხადა, რომ "სამეფო კლუბში" თანამემამულე ერლინგ ჰოლანდთან ერთად ასპარეზობა სურს.

"რა თქმა უნდა, "რეალში" ერლინგთან ერთად თამაშს ვისურვებდი. მას მომავალთან დაკავშირებით ცოტა რამ ვკითხე, მაგრამ ბევრს არ ამბობს. ყოველ შემთხვევაში, თქვენთან ამასთან დაკავშირებით არაფერი მაქვს გასაზიარებელი", - ციტირებს ედეგორის სიტყვებს Football.london.

2020/21 წლების სეზონში ჰოლანდმა "დორტმუნდის" მაისურით 41 მატჩი ჩაატარა, 41 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ბორუსიელთა 20 წლის თავდამსხმელის სატრანსფერო ფასი 110 მილიონ ევროს შეადგენს. ერლინგის ხელში ჩაგდებით არაერთი ტოპ-კლუბი ინტერესდება, მათ შორისაა "რეალიც".

ჰოლანდი: "მომავალზე არ ვფიქრობ - მთავარია, რომ ბორუსია ლიგაზე გავიდა"