"ვფიქრობ, ჰარის ბედს ეს 3 კლუბი გადაწყვეტს", - ლინეკერმა კეინის მომავალი იწინასწარმეტყველა
ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, გარი ლინეკერმა "ტოტენჰემის" თავდამსხმელ ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა.
21 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, "დეზების" კაპიტნის დამატებით ლონდონის "ჩელსია" დაინტერესებული.
"კეინის "ბარსელონაში" ხილვას ვისურვებდი, მაგრამ კატალონიელებმა აგუერო დაიმატეს და ამდენი ფული არ აქვთ. ვფიქრობ, ჰარის ბედს "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და ალბათ, "პსჟ" გადაწყვეტენ".
"პარიზში მთავარი მწვრთნელი პოჩეტინოა და იქ მას ტიტულები გარანტირებული ექნება. მაგრამ ვფიქრობ, ერთ-ერთ ინგლისურ კლუბში გადავა. არა მგონია, ჰარი "ჩელსიში" გადაბარგდეს. ვერ წარმომიდგენია, ასე მოექცეს "ტოტენჰემის" გულშემატკივრებს, მაგრამ ვინ იცის", - ციტირებს ლინეკერის სიტყვებს Goal.
2020/21 წლების სეზონში კეინმა პრემიერ ლიგაში 23 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. აგრეთვე, ჰარიმ საუკეთესო ასისტენტის წოდებაც დაისაკუთრა, 14 საგოლე გადაცემით. მოქმედი კონტრაქტის ვადა ამს 2024 წლის ზაფხულში ეწურება.
დარჩება თუ არა კეინი ტოტენჰემში, თუ გუნდში პოჩეტინო დაბრუნდა?