ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა ვარანის ტრანსფერისთვის კონკრეტული თანხა გაამზადა — MARCA

მანჩესტერ იუნაიტედმა ვარანის ტრანსფერისთვის კონკრეტული თანხა გაამზადა — MARCA
თარიღი 02 ივნ 2021, 21:56

"რეალის" მცველმა, რაფაელ ვარანმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძლება კლუბი დატოვოს.

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა MARCA იტყობინება, ფრანგისთვის "მანჩესტერ იუნაიტედი" იბრძვის, რომელიც მზად არის მის სანაცვლოდ 35-40 მილიონი ევრო გადაიხადოს.

აქამდე გავრცელებული ცნობით, ვარანს "ემიუში" სოლიდური ხელფასი ექნება - იმაზე ორჯერ მეტი, ვიდრე "რეალში" აქვს.

28 წლის უკანახაზელს "სამეფო კლუბთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა მომავალი წლის ზაფხულში ეწურება.

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში ვარანმა 31 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

ვარანი რეალიდან ზიდანის წასვლას გამოეხმაურა და საკუთარ მომავალზეც ალაპარაკდა