ავტორიზაცია

სანიოლის პირველი გამარჯვება სადებიუტო გოლებით - საქართველომ რუმინეთი დაამარცხა [VIDEO]

სანიოლის პირველი გამარჯვება სადებიუტო გოლებით - საქართველომ რუმინეთი დაამარცხა [VIDEO]
თარიღი 03 ივნ 2021, 00:43

ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები რუმინეთს სტუმრად დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების პოსტზე ვილი სანიოლმა პირველი მატჩი მოიგო.

პირველი ტაიმის მიწურულს რუმინელებს კაცი გაუძევეს, მეორე ტაიმში კი უპირატესობას დავეუფლეთ.

შეცვლაზე შემოსულმა კიტეიშვილმა მიქაუტაძეს საგოლე გადაცემა გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი სადებიუტო გოლი გაიტანა.

ანგარიში ორამდე გიორგი აბურჯანიამ გაზარდა, რომელმაც ნაკრებში ასევე პირველად გაიტანა.

კვერკველიამ პენალტი აიკიდა და გააძევეს კიდეც, თუმცა მეტოქემ შანსი ვერ გამოიყენა.

77-ე წუთზე რუმინეთმა ანგარიშის სხვაობა შეამცირა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა.

შემდეგ მატჩს ჩვენი ნაკრები 6 ივნისს, ჰოლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

VIDEO: კიტეიშვილის ქუსლი და მიქაუტაძის სადებიუტო გოლი!!!

VIDEO: ულამაზესი კომბინაცია და აბურჯანიას დაგვირგვინება