ავტორიზაცია

ბენზემას პირველი მატჩი 5 წლის შემდეგ და გამარჯვება, ინგლისის მოგება, გერმანიის ფრე და დეპაის მიერ გადარჩენილი ჰოლანდია [VIDEO]

ბენზემას პირველი მატჩი 5 წლის შემდეგ და გამარჯვება, ინგლისის მოგება, გერმანიის ფრე და დეპაის მიერ გადარჩენილი ჰოლანდია [VIDEO]
თარიღი 03 ივნ 2021, 01:09

ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში, ევროპული ტოპ-ქვეყნები ამხანაგურ მატჩებს მართავენ.

ნიდერლანდები 2-2 შოტლანდია

ფრანკ დე ბურის გუნდი შინ შოტლანდიელებს დაუპირისპირდა და ორჯერ აგებდა, თუმცა ორივეჯერ ანგარიში მემფის დეპაიმ გაათანაბრა და მასპინძლები მარცხს გადაარჩინა.

გოლები: 0-1 ჰენდრი (11’), 1-1 დეპაი (17’), 1-2 ნისბეტი (64’), 2-2 დეპაი (89).

ინგლისი 1-0 ავსტრია

გოლი: ბუკაიო საკა (57’)

გერმანია 1-1 დანია

გოლები: 1-0 ნოიჰაუსი (48’), 1-1 პოულსენი (71’)

საფრანგეთი 3-0 უელსი

კარიმ ბენზემამ 5 წლისა და 7 თვის შემდეგ, საფრანგეთის ნაკრებში პირველი მატჩი ჩაატარა და გოლის გატანის რეალური შანსიც მიიღო, თუმცა თერთმეტმეტრიანი მეკარემ აუღო. კარიმმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მესამე გოლიც სწორედ მის დარტყმას მოყვა, რომელსაც დემბელემ დაამატა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გოლები: 1-0 მბაპე (35’), 2-0 გრიზმანი (48’), 3-0 დემბელე (79’).