ავტორიზაცია

ფავორიტი გამოიკვეთა - სად გადავა კვარაცხელია?

ფავორიტი გამოიკვეთა - სად გადავა კვარაცხელია?
თარიღი 03 ივნ 2021, 09:55

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ზაფხულს სატრანსფერო ფანჯარაზე ხვიჩა კვარაცხელია კარიერას ახალ კლუბში გააგრძელებს.

წარმატებული სეზონის შემდეგ, გასაკვირი არაა, რომ კვარაცხელიას შეძენით ტოპ ჩემპიონატის გუნდები ინტერესდებიან.

ჩვენი ინფორმაციით, ამ გუნდებში ყველაზე აქტიური და რეალური "ლიდს იუნაიტედია", რომელიც პრემიერ ლიგაში გამოდის.

"ლიდსი" ხვიჩასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს და დიდია ალბათობა, ქართველი ტალანტი სწორედ იქ ვიხილოთ.

პრემიერ ლიგის გასულ სეზონში "ლიდსმა" 59 ქულით მე-9 ადგილი დაიკავა. მათი მთავარი მწვრთნელი გამოცდილი მარსელო ბიელსაა.

ახალი რეკორდი ქართული ფეხბურთის ისტორიაში - კვარაცხელიას ფასი კვლავ გაიზარდა!

VIDEO: როცა 17-წლის კვარაცხელიამ რუს თანატოლებს თავბრუ დაახვია - ხვიჩას ულამაზესი გოლი