წარუმატებელი საღამო - მაკარიძის ლა ლიგაში გადასვლის ოცნებები იმსხვრევა

მოგეხსენებათ, ამხანაგურ მატჩებში გიორგი მაკარიძე საქართველოს ნაკრებს იმის გამო არ ეხმარებოდა, რომ კლუბში მნიშვნელოვანი მატჩები ჰქონდა.
გუშინ, ჩვენი ნაკრების თამაშის პარალელურად, მაკარიძის "ალმერიამ" ლა ლიგაში გადასასვლელი ფლეი-ოფის მატჩი გამართა.
"ალმერია" სტუმრად "ხირონას" დაუპირისპირდა და უშანსოდ, 3:0 დამარცხდა. მაკარიძე ძირითად შემადგენლობაში იყო.
ამ გუნდების შემდეგი მატჩი ალმერიაში 5 ივნისს შედგება, თუმცა მაკარიძის ლა ლიგაში გადასვლის ოცნება თითქმის დამსხვრეულია.
რომელ ადგილზეა რუმინეთის ნაკრები, რომელიც საქართველომ დაამარცხა?
კვლავ წონის პრობლემა საქართველოს ნაკრებში - გრიგალავას შემდეგ, კვერკველია