ავტორიზაცია

მბაპე: "კარიერის საუკეთესო მატჩი გასულ სეზონში ჩავატარე"

მბაპე: "კარიერის საუკეთესო მატჩი გასულ სეზონში ჩავატარე"
თარიღი 03 ივნ 2021, 10:44

"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ დაასახელა მატჩი, რომელიც მისი აზრით კარიერაში საუკეთესო გამოდგა:

"საუკეთესო შეხვედრა კარიერაში? ბარსელონას წინააღმდეგ, ჰეტ-ტრიკი კამპ ნოუზე. იმ მატჩში მართლაც სრულყოფილად ვთამაშობდი.

ვიყავი როგორც თავდასხმაში, ისე დაცვაში, ვიწყებდი შეტევებს და ვაგვირგვინებდი. ვისურვებდი, რომ ჩემი თითოეული მატჩი ასეთი იყოს.

მოვიგე ორთაბრძოლების 90%, არ ყოფილა მომენტი, რომელშიც წარუმატებლობა განმეცადა", - განაცხადა ფრანგმა ფორვარდმა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის განვლილი სეზონის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში "პსჟ"-ს შემტევმა კატალონიელებს გაუტანა 3 გოლი, მისმა გუნდმა კი 4:1 მოიგო.

"ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - დემბელე ბარსელონადან წასვლას არ გამორიცხავს

"მადრიდში ელოდებიან", - ბენზემა რეალში მბაპეს შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება