ავტორიზაცია

როდის დაიხურება დეპაის ტრანსფერი ბარსელონაში?

როდის დაიხურება დეპაის ტრანსფერი ბარსელონაში?
თარიღი 03 ივნ 2021, 15:35

ლიონის "ოლიმპიკის" კაპიტნის, მემფის დეპაის "ბარსელონაში" მოახლოებულ ტრანსფერს წინ პრაქტიკულად აღარაფერი უდგას.

Diario Sport-ის თანახმად, ნიდერლანდელი შემტევი კატალონიელებთან გააფორმებს სამწლიან ხელშეკრულებას, მისი ხელფასი კი მნიშვნელოვნად დაბალი იქნება.

"ლომების" ლიდერის "ბლაუგრანაში" ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება მაშინ, როდესაც რონალდ კუმანის დარჩენის საკითხიც საბოლოოდ გაირკვევა.

შეგახსენებთ, ჰოლანდიელი თავდამსხმელი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" შეუერთდება თავისუფალი აგენტის სტატუსით, ანუ სრულიად უფასოდ.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი შვიდიანი "თეთრებში" თამაშობდა 2017 წლის შემდეგ და ამ დროის განმავლობაში მან 178 მატჩში 76 გოლი გაიტანა.

"ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - დემბელე ბარსელონადან წასვლას არ გამორიცხავს

ბენზემას პირველი მატჩი 5 წლის შემდეგ და გამარჯვება, ინგლისის მოგება, გერმანიის ფრე და დეპაის მიერ გადარჩენილი ჰოლანდია