ავტორიზაცია

მშვიდობით ლორდ! - ბენდტნერმა კარიერა დაასრულა

მშვიდობით ლორდ! - ბენდტნერმა კარიერა დაასრულა
თარიღი 03 ივნ 2021, 16:41

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა თავდამსხმელმა და ინტერნეტ-მიმების ცნობილმა გმირმა, ნიკლას ბენდტნერმა საფეხბურთო კარიერა 33-წლის ასაკში დაარულა.

აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა თავად დანიელმა ექს-ფორვარდმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ის სამწვრთნელო ლიცენზიის მიღებაზე მუშაობს.

"მეთოფეების" ყოფილ შემტევს აგრეთვე უთამაშია ტურინის "იუვენტუსში", "ვოლფსბურგში", "ნოტინგემ ფორესტსა" და კიდევ რამდენიმე გუნდში.

სკანდინავიელი სტრაიკერი გახდა პოპულარული ინტერნეტ-მემების გმირი, ამის მიზეზი კი იყო ფეხბურთელის ძალიან ცუდი შედეგიანობა, არადისციპლინირებულობა და სხვადასხვა კურიოზული სიტუაციები.

"ლორდის" უკანასკნელ გუნდად ფიქსირდებოდა დანიური "ტარნბი", რომლის შემადგენლობაში მან სულ რაღაც სამი მატჩი ჩაატარა.

მცირე დეტალებიღა დარჩა - მესის მომავალი გადაწყდა

ანჩელოტიმ რონალდუს შესაძლო დაბრუნებაზე, აგრეთვე აზარისა და ბეილის მომავალზე ისაუბრა