ავტორიზაცია

კლუბები შეთანხმდნენ — საფრანგეთის ლიგა 1-ში გუნდების რაოდენობა მცირდება

კლუბები შეთანხმდნენ — საფრანგეთის ლიგა 1-ში გუნდების რაოდენობა მცირდება
თარიღი 03 ივნ 2021, 20:23

ფრანგული კლუბები ლიგა 1-ის 20-დან 18 გუნდამდე შემცირებაზე შეთანხმდნენ, იტყობინება გავლენიანი გამოცემა L'Equipe.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ინოვაცია ძალაში 2023/24 წლების სეზონიდან შევა.

2022/23 წლების სეზონის ბოლოს უმაღლეს დივიზიონს ოთხი გუნდი დატოვებს და მხოლოდ ორი აღზევდება.

გამოკითხვის მიმდინარეობისას, 9 კლუბმა ჩათვალა, რომ მონაწილეთა რაოდენობის შემცირება უკვე 2022/23 წლისთვისაა უმჯობესი, კიდევ 9 კლუბმა 2023/24 წლების სეზონი ამჯობინა, ხოლო დანარჩენი ორი კლუბი საერთოდ ამ ცვლილების წინააღმდეგი გახლდათ.

საბოლოო ჯამში, ლიგა 1-ის ხელმძღვანელობამ ცვლილების ყველაზე გვიან გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

რაც შეეხება ლიგა 2-ს, საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის გუნდების რაოდენობის შემცირების საკითხს მოგვიანებით განიხილავენ.

მომენტი, როცა გგონია, რომ ლიგა 1-ში ხელფასს მხოლოდ ერთი გუნდი იხდის - 10-ეული, რომელიც გაგაკვირვებთ