როისს ისევ კოჭის მყესები გაუწყდა - 4 კვირა ლაზარეთში!

დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ როისის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა, რომელიც გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შოტლანდიასთან გამართულ გუშინდელ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაპირისპირებაში მიიღო.
25 წლის ფეხბურთელს კვლავ მარცხენა ფეხის კოჭის მყესების ნაწილობრივი გაწყვეტა დაუდგინეს. ფეხბურთელის აღდგენითი პროცესები 4 კვირას გასტანს.
შეგახსენებთ, სწორედ ასეთი ხასიათის ტრავმის გამო გამოტოვა როისმა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც საბოლოო ჯამში სწორედ "ბუნდესთიმმა" მოიგო.
წყარო: BVB.de