ავტორიზაცია

დევიდ მოიესი შეიძლება ევერტონში დაბრუნდეს

დევიდ მოიესი შეიძლება ევერტონში დაბრუნდეს
თარიღი 03 ივნ 2021, 21:18

"ევერტონში" კარლო ანჩელოტი შეიძლება დევიდ მოიესმა ჩაანაცვლოს, იტყობინება The Times.

"კანფეტების" ხელმძღვანელობა შოტლანდიელის დაბრუნების ვარიანტს განიხილავს და მზად არის მოლაპარაკებები დაიწყოს.

მოგეხსენებათ, უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ანჩელოტიმ "რეალი" ჩაიბარა.

მოიესს "ევერტონში" უკვე უმუშავია, საიდანაც "მანჩესტერ იუნაიტედში" სერ ალექს ფერგიუსონის შემცვლელად მივიდა.