ავტორიზაცია

ვინ შეცვლის ანჩელოტის? - ევერტონი რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს

ვინ შეცვლის ანჩელოტის? - ევერტონი რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს
თარიღი 03 ივნ 2021, 21:27

"ევერტონი" კარლო ანჩელოტის წასვლის შემდეგ ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია.

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ცნობით, "კანფეტების" ჩაბარების პრეტენდენტები "ვულვერჰემპტონის" ექს-თავკაცი, ნუნუ ეშპირიტუ სანტუ, ბელგიის ნაკრების მწვრთნელი, რობერტო მარტინესი და "რომას" აწ უკვე ყოფილი დამრიგებელი, პაულუ ფონსეკა არიან.

მოგეხსენებათ, აქამდე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ანჩელოტიმ, რომელიც ლივერპულელებს გასულ სეზონში წვრთნიდა, "რეალი" ჩაიბარა.

2020/21 წლების სეზონში "ევერტონმა" პრემიერ ლიგაში მე-10 ადგილი დაიკავა და ევროთასებს მიღმა დარჩა.